Ⴜინამდებარე წიგნში დახარისხებულია მე-4—5 სს. შესრულებული ადრექრისტიანული ლაპიდარული წარწერები. Ⴄს არის წარწერები არქიტექტურულ ძეგლებზე Ⴀღმოსავლეთ და Ⴑამხრეთ Ⴑაქართველოში და აგრეთვე Ⴜმინდა Ⴋიწაზე მე-5 ს. არსებულ ორ ქართულ მონასტერში.
Ⴒექსტი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და ქართულშიც ფართოდ იყო ხმარებაში მე—19 საუკუნის მეორე ნახევრამდე.