Ⴀმ წიგნის ძირითადი დანიშნულებაა უცნობი ენების ამოცნობა ტექსტის ასოების გარე ნიშნების მიხედვით. Ⴚნობარი მოიცავს მსოფლიოს ორასზე მეტ დამწერლობამქონე ენას.
Ⴃამწერლობები დაყოფილია მათი წარმომავლობის მიხედვით. Ⴋაგალითად, «Ⴄვროპულ დამწერლობებში» იგულისხმება ფინიკიური დედა-ანბანიდან წარმოშობილი დამწერლობები, «Ⴀხლო Ⴀღმოსავლეთის დამწერლობებში» – არამეულისგან, «Ⴑამხრეთ Ⴀზიის» კი – ძველ ინდურ ბრახმისგან და ა. შ. Ⴃამწერლობების ასეთი დაყოფა პირობითია.
Ⴆოგი დამწერლობა იხმარება ერთ ენაში, სხვები – რამოდენიმეში, რომლებსაც ამ დამწერლობის ფარგლებში აქვთ სხვადასხვა ანბანები, საგანგებო ასოები, ნიშნები.
Ⴆოგიერთი ენა ხმარობს რამოდენიმე დამწერლობას, რომლებიც მოთავსებულია წიგნის შესაფერის მონაკვეთში.
Ⴗოველ ენაში მოცემულია ტექსტის მცირე ნაკვეთი ამ ენის გრაფიკის დამახასიეთებელი თავისებურებებით და განმასხვავებელი ნიშნებით, ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების რაოდენობა, ენის გავრცელების არეალი და მისი ადგილი ენების გენეალოგიურ კლასიფიკაციაში.
Ⴜიგნის ბოლოში დიდი რაოდენობით მოცემულია ტაბულები და მაჩვენებლები, რომლებიც უადვილებენ მკითხველს ცნობარის ხმარებას.
Ⴜიგნში გამოყენებულია მთავრული ასოების ხმარების ორთოგრაფიული წესი. Ⴄ. ი., მთავრული ასოებით იწყება ახალი წინადადების პირველი სიტყვა და აგრეთვე საკუთარი და პირადი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და ქართულშიც ფართოდ იყო ხმარებაში მე—19 ს. მეორე ნახევრამდე.
Ⴁერძნული (ძვ. წ. 9 ს.)
Ⴊათინური (ძვ. წ. 7 ს.)
Ⴕართული (ძვ. წ. 5 ს. (ძვ. წ. 412 წ.)
Ⴐუნული (ახ. წ. 1 ს.)
Ⴉოპტური (3 ს.)
Ⴑომხური (5 ს. (406 წ.)
Ⴈრლანდიური (8 ს.)
Ⴑლავური (9 ს.)
Ⴉომი (14 ს.)
Ⴐუსული (18 ს. (1708 წ.)
Ⴋისიონერული (19 ს.)
Ⴙეროკის მარცვლოვანი ანბანი (1809 წ.)
Ⴎოლარდის დამწერლობა (20 ს.)
Ⴊათინური დამწერლობა
(ძვ. წ. 7 ს.)
Ⴀზერბაჲჯანული, Ⴀლბანური, Ⴀჲმარა, Ⴀფრიკაანსი,
Ⴁასკური, Ⴁრეტონული, Ⴁუგოტუ, Ⴁუი,
Ⴂანდა, Ⴂერმანული, Ⴂუარანი,
Ⴃანიური, Ⴃელავერი,
Ⴄვე, Ⴄსკიმოსური, Ⴄსპანური, Ⴄსპერანტო, Ⴄსტონური,
Конец ознакомительного фрагмента.